კლუბის წესდება
ზოგადი
დებულებები:
მუხლი 1. მკითხველთა კლუბის სტატუსი:
1.1. კლუბი
წარმოადგენს ქალაქ ბორჯომის N 6 საჯარო სკოლის ბაზაზე
ჩამოყალიბებულ ორგანიზაციას, რომელშიც გაერთიანებულია საერთო ინტერესების მქონე მოსწავლეები;
1.2. კლუბის
წევრი შეიძლება გახდეს სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის ნებისმიერი მოსწავლე პირადი
განცხადების საფუძველზე;
1.3. კლუბი
მუშაობას წარმართავს ,, ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით;
1.4. კლუბს
აქვს ლოგო, სლოგანი, წესდება,სამოქმედო გეგმა, გვერდი სოციალურ ქსელში;
1.5. კლუბის მუშაობას წარმართავს კურატორი მასწავლებელი,
ლიდერი მოსწავლე, დამხმარე მშობელთა ჯგუფი
( საჭიროების შემთხვევაში);
1.6. კლუბის მუშაობას აკონტროლებს სკოლის დირექცია,
სამეურვეო საბჭო განათლების სამინისტროს საქართველოს
კანონმდებლობით;
მუხლი 2. კლუბის მიზანი, ფუნქცია, საქმიანობა:
2.1. კლუბის მიზანი:
v მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლება;
v მეტყველების კულტურისა და კრიტიკული
აზროვნების განვითარება;
v ზოგადსაკაცობრიო იდეალებისა და
მოქალაქეობრივი თვითშეგნების ამაღლება;
2.2.ფუნქცია:
Ø კლუბის კურატორი მასწავლებელი არის სკოლის მოქმედი პედაგოგი, რომელიც ხელმძღვანელობს
კლუბის მუშაობას;
Ø იგი საკლუბო მუშაობის დაწყებამდე სკოლის ვებ -გვერდზე ან სოც. ქსელში განათავსებს
შემდეგ ინფორმაციას:
·
კლუბის
სახელწოდებასა და შესაბამის ატრიბუტიკას;
·
კლუბის
წესდებას;
·
კლუბის
მუშაობის გეგმას;
·
განაცხადის
ფორმას კლუბში გაწევრიანების მსურველთათვის;
Ø .
საკლუბო
მუშაობის პერიოდში სკოლის ვებ-გვერდზე ან სოც.ქსელში ეტაპობრივად ატვირთავს კლუბის მუშაობის ამსახველ ფოტო-ვიდეო მასალას;
Ø საკლუბო მუშაობის დასრულების შემდეგ (სასწ.
წლის ბოლოს)
·
წარმოადგენს
რეფლექსიას საკლუბო მუშაობის შესახებ;
·
მოხერხდა
თუ არა დასახული მიზნის მიღწევა;
·
რომელი
აქტივობა წარიმართა გეგმის შესაბამისად, რომელი ვერ განხორციელდა და რატომ?
·
რომელ
კომპონენტში იყო საკლუბო მუშაობა წარმატებული? რატომ?
·
რა
სარგებელი მისცა მოსწავლეებს?
·
რა
საჭიროებს გაუმჯობესებას და როგორ?
·
მოხდა
, თუ არა მუშაობის პროცესში გეგმის მოდიფიცირება
და რატომ?
·
რას
გაითვალისწინებს მომავალში მსგავსი საქმიანობის
განხორციელებისას?
Ø წარმოადგენს მოსწავლეებისა
და მშობლების შეფასებას წინასწარ შემუშავებული ფორმით;
კლუბის ლიდერი მოსწავლე არჩეულია
კლუბის წევრთა უმრავლესობით( ერთი წლის ვადით).
·
იგი
ორგანიზებას უწევს სამუშაო შეხვედრებს;
·
კურატორ
მასწავლებელთან ერთად ატარებს სამუშაო შეხვედრებს;
·
ორგანიზებას
უწევს საკლუბო მუშაობის ამსახველი ფოტო-ვიდეო
და ბეჭდური მასალის ატვირთვას სკოლის ვებ გვერდზე ან სოც, ქსელში;
·
აწვდის
საჭირო ინფორმაციას კლუბის წევრებს;
დამხმარე
მშობელთა ჯგუფი ეხმარება
კურატორ მასწავლებელს კლუბის მუშაობის წარმართვაში;(
საჭ.შემთხვევაში)
2.3.კლუბის
საქმიანობა;
·
კლუბში გაწევრიანება ნებაყოფლობითია;
·
კლუბის წევრი შეიძლება გახდეს
საბაზო და საშუალო საფეხურის ნებიმიერი მოსწავლე
პირადი განცხადების საფუძველზე;
·
კლუბი მუშაობას ახორციელებს
თვეში ორჯერ არდადეგების პერიოდის გარდა;
Комментарии
Отправить комментарий